ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა - ომბუდსმენის განცხადება

01 ივნისი 2024, 20:03 388 ნახვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. ის მიუთითებს ბოლო წლებში პროგრესისა და წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ, მაგრამ აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი.

სახალხო დამცველის განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონის მიღება ბავშვებისთვის საჭირო სერვისების შემცირების რისკს ქმნის.

ომბუდსმენი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში