მადრიდის ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

02 ივნისი 2024, 01:18 496 ნახვა

მადრიდის ''რეალი''  ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ლონდონში, უემბლის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში ''რეალმა'' 2-0 ''დორტმუნდი'' დაამარცხა.

74-ე წუთზე, კროოსის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში  კარვახალმა გახსნა.

83-ე წუთზე ბელინგემის გადაცემის შემდეგ საბოლოო ანგარიში 2-0 ვინისიუსმა დააფიქსირა.

''რეალმა'' ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში