ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა 

02 ივნისი 2024, 10:11 365 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ლოიდ ოსტინის შეხვედრა სინგაპურში შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

პრეზიდენტის თქმით, განიხილეს ძირითადი საკითხები, როგორებიც არის თავდაცვის საჭიროებები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების მომზადება.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადაწყვეტილებისთვის, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებას გულისხმობს.

შტატების თავდაცვის მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც რუსეთის აგრესიისგან დასაცავად სჭირდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში