ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილ გეგმას დათანხმდა - ისრაელის პრემიერის მრჩეველი

02 ივნისი 2024, 15:39 354 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილ გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნეთანიაჰუს მრჩეველმა, ოფირ ფალკმა განაცხადა.

ფალკის თქმით, აღნიშნულ გეგმას ბევრი ხარვეზი აქვს და უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, თუმცა, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელის მხარე, ამ გეგმას, დათანხმდა.

„ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. ისრაელის პირობები, მათ შორის, მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“, როგორც გენოციდური ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება, არ შეცვლილა“, – განაცხადა ოფირ ფალკმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ სამეტაპიანი გეგმა წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში