ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ ინჩს - ოლაფ შოლცი

02 ივნისი 2024, 20:50 375 ნახვა

მოსკოვისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას თავი საჭიროების შემთხვევაში, - ამის შესახებ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, ნატო-ს ნაბიჯი აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერებისკენაა მიმართული.

„იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობითია, ჩვენ და მოკავშირეებმა, შარშან, გადავწყვიტეთ დამატებითი შენაერთების განლაგება ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

 

უსაფრთხოების პოლიტიკის ეს შემობრუნება აუცილებელია, რათა დავანახოთ რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული ინჩი თავდასხმებისგან“, - ამბობს გერმანიის კანცლერი.

შოლცის თქმით, დიპლომატია წარმატებული იქნება, მხოლოდ, ძლიერის პოზიციიდან, მისივე განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჰქონდეთ ნატო-ს იმედი რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში