პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოდან ორი მოკრივე იასპარეზებს 

03 ივნისი 2024, 09:50 416 ნახვა

ქართველმა მოკრივემ გიორგი ყუშიტაშვილმა ამერიკელი ჯამარ ტელეი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ტაილანდში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე გიორგიმ 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა მოიგო.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრები პარიზის მოკრივეთა ტურნირზე ორი სპორტსმენით იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში