სტარტაპების დაჯილდოება

03 ივნისი 2024, 10:52 475 ნახვა

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე ეტაპის გამარჯვებული 20 სტარტაპის დაჯილდოება გაიმართა ბათუმში. თითოეულ გამარჯვებულს 150 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

პროგრამის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპია დაფინანსებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში