აქცია - მარათონი თბილისში

03 ივნისი 2024, 09:52 348 ნახვა

„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ – თბილისში რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართა. შემოსულ თანხას ორგანიზატორები  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ჯარიმების გადასახადისთვის გამოიყენებენ.

ორგანიზატორების განცხადებით, ჯამში 250 ათასი ლარი შეგროვდა. აქცია-კონცერტი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

სცენა სხვადასხვა შემსრულებელს დაეთმო. ამასთან, აქცია-კონცერტის დაწყებამდე “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა მოეწყო.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში