ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი გახდა

03 ივნისი 2024, 15:52 455 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი გახდა.

23 წლის ბრაზილიელმა 10 შეხვედრაში 6 გოლით 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ის ''რეალთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ასევე „რეალის“ ფეხბურთელი ინგლისელი ჯუდ ბელინგემი დასახელდა.

უეფა-მ სეზონის სიმბოლური გუნდიც შეადგინა:

  • მეკარე: გრეგორ კობელი (დორტმუნდი).
  • მცველები: იან მააცენი, მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ანტონიო რუდიგერი, დანიელ კარვახალი (რეალი).
  • ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ), მარსელ ზაბიცერი (დორტმუნდი), ჯუდ ბელინგემი (რეალი).
  • თავდამსხმელები: ვინისიუსი (რეალი), ფილ ფოდენი (მან.სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი).

ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონი განახლებული ფორმატით 17 სექტემბერს დაიწყება და 31 მაისს მიუნხენში ''ალიანს არენაზე'' დასრულდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში