გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 6 მილიონი ევროთი გაიზარდა

03 ივნისი 2024, 19:02 532 ნახვა

საქართველოს ეროვნულო ნაკრებისა და  “მეცის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევრო გახდა.

transfermarkt-ის მონაცემებით აქამდე მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 9 მილიონ ევროს შეადგენდა და ახლა 6 მილიონით გაიზარდა.

გიორგი მიქაუტაძემ “მეცის” მაისურით 2023/24 წლების სეზონი 22 მატჩით, 14 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა. 

ქართველი თავდამსხმელი რამდენიმე დღის წინ “მეციმ” 13 მილიონად “აიაქსიდან” გამოისყიდა, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით, გიორგი კლუბს მაინც დატოვებს.

23 წლის თავდამსხმელის შეძენით “მონაკო” , “ლიონი” და “გალათასარაია” დაინტერესებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში