14 ნოემბრიდან მოსახლეობის აღწერა დაიწყება

04 ივნისი 2024, 11:41 435 ნახვა

საქართველოს მოსახლეობის აღწერა 14 ნოემბრიდან დაიწყება და 2 ეტაპად გაიმართება.პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით  მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.

მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას. დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.

საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში”,- აღნიშნავენ “საქსტატში”.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში