აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

04 ივნისი 2024, 11:44 353 ნახვა

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს  ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ზარები ხორციელდება როგორც უცხო სახელმწიფოში, ისე საქართველოში რეგისტრირებული ნომრებიდან.

ადრესატებს  ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლის კედლებზე შეურაცხმყოფელი და ირიბი მუქარის შემცველი წარწერები გაკეთდა.

ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ და სამართლებრივი მოქმედების დაწყებას ითხოვენ. განცხადებას 14 ორგანიზაციის წარმომადგენლობა ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში