„საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ - ალბომის პრეზენტაცია

04 ივნისი 2024, 14:33 374 ნახვა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ახალი ალბომის - "საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით" პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაშრომი, სადაც აღრიცხულია რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობები, მათი სახელწოდება, ადგილმდებარეობა, ფოტოსურათები, აშენების თარიღი და სტატუსი, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების ერთად მუშაობით შეიქმნა.

მისივე თქმით, ეს ალბომი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო რელიგიურად შემწყნარებელი ქვეყანაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში