მოსახლეობასთან შეხვედრა

04 ივნისი 2024, 14:34 331 ნახვა

ბათუმის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. არჩილ ჩიქოვანი მოქალაქეებს მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული, სოციალური, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამები განიხილეს. არქიტექტურასა და ავარიულ სახლებთან დაკავშირებით გაიცა სხვადასხვა სახის რეკომენდაცია.

მერიაში შეხვედრის ჩასანიშნად უნდა დარეკოთ ნომერზე  27 -01- 19-ზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში