სააგენტო “TIKA” -სა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი პროექტი გურიაში

04 ივნისი 2024, 15:51 656 ნახვა

გურიაში მცხოვრები  ვეტერან ფერმერთა მიერ  წარმოებული თაფლი  დააგემოვნეს დღეს ანასეულში. მათ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები, სპეცტანსაცმელი და სკები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო “TIKA” -სგან გადაეცათ. 

პროექტი გურიაში  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სააგენტო “TIKA” -ს ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. დღეს პროექტის შედეგების გასაცნობად იმყოფებოდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და თურქეთის ელჩი.  ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ამჯერად სააგენტო “TIKA”გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის  წევრებს დაეხმარა.

ასოციაცია 2022 წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი 155 ომის ვეტერანს აერთიანებს.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში