სავარაუდო ბულინგის შემთხვევა

04 ივნისი 2024, 17:54 4079 ნახვა

მე-6 კლასელის მშობელი ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მოსწავლის უფლებების უხეშ დარღვევასა და ბულინგში ადანაშაულებს. ლელა ვერძაძის განცხადებით, დირექტორი რომელიც მის შვილს  მათემატიკას ასწავლის, მოზარდს სასწავლო პროცესზე არათანაბარ პორობებში ამყოფებდა და ეთიკის ნორმებს არღვევდა.

მშობელი ყვება, რომ მისი შვილი სახლში რამდენჯერმე მოვიდა ატირებული და მიზეზი ნატალია გოგუაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა იყო. ლელა ვერძაძის განცხადებით, ის იძულებულია შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს და  ფაქტების მოკვლელვის მოთხოვნით აჭარის განათლების სამინისტროს უკვე მიმართა. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი და აცხადებს, რომ კონკრეტულ მოზარდთან  პრობლემები არ ჰქონია და ის წარჩინებული მოსწავლე იყო. აჭარის განათლების სამინიტროში მშობლის პრეტენზიებს უკვე იცნობენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა. მშობლის ბრალდებებისა და მხარეთა პოზიციის შესახებ ვრცელ  სიუჟეტს მაყურებელი 20 საათზე ნახავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში