გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად, ღაზაში 19 ადამიანი დაიღუპა

05 ივნისი 2024, 10:26 358 ნახვა

გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად, ღაზაში სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი პოლიციელია, დაღუპული პოლიციელები ქალაქ რაფაჰში  ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ეხმარებოდნენ.

მათივე თქმით, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ალ-ბურეჯსა და ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკებზე, ასევე ცენტრალურ ღაზაში მდებარე ქალაქ დეირ-ალ-ბალახზე.

17 მშვიდობიანი მოქალაქე ალ-ბურეჯსა და ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკებზე, ასევე ქალაქ დეირ-ალ-ბალაჰზე რაელის საჰაერო თავდასხმების დროს დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ  გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში, ნათქვამია, რომ საჰაერო თავდასხმები ღაზის ცენტრალურ ნაწილში ჰამასის ბოევიკების სამიზნეებზე განხორციელდა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში