საქართველოს შესახებ მოსმენა აშშ-ის კონგრესში

05 ივნისი 2024, 11:48 397 ნახვა

აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. კონგრესმენებმა საქართველოში „ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მწვავედ შეაფასეს. განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთდა და ითქვა, რომ ასეთი ნაბიჯებით ქვეყანა ავტოკრატიის გზას დაადგება.

კონგრესმენების თქმით, ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი არჩევნებია და თუ საქართველოს ხელისუფლება მას გააყალბებს, მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს. მიიჩნევენ, რომ საქართველომ ბოლო წლებში ანტი-დემოკრატიული კურსი აირჩია. მოსმენაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრეს.

ფონდ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ  მისასალმებელია კანონპროექტი  MEGOBARI Act და იმედი აქვს, რომ ეს კანონპროექტი ამოქმედდება. ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის სურვილი და მოთხოვნა გასაგები გახდა ამერიკისა და ევროკავშირისთვის, თუმცა საქართველოს მმართველი პარტიისთვის - არა.

ე.წ. მოწმის სახით  მოსმენაზე მიწვეული იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი. ნატალია საბანაძის  თქმით საქართველო, როგორც ქვეყანა აშშ -ს მხარდაჭერის გაგრძელებას იმსახურებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში