ე.წ. ოცნების ქალაქში ბინების გადაცემა იწყება

05 ივნისი 2024, 15:05 563 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში პრემიერ-მინისტრმა სიმბოლურად, ქოქოლაძეების 11 წევრიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა. დანარჩენი მოსახლეობა ბინების გადაცემის მოლოდინშია.

აჭარის მთავრობამ მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ცხოვრებისთვის შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.

დასახლებაში სამი 12 სართულიანი   საცხოვრებელი სახლი აშენდა, მოეწყო 582 ბინა. პირველი ეტაპის  მშენებლობისთვის ბიუჯეტედან დაახლოებით 40 მლნ ლარი გამოიყო. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ოცნების ქალაქში 2000 - მდე ბავშვი ცხოვრობს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 800 ბავშვს ექნება შესაბამისი  საცხოვრებელი პირობები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში