ბაიდენი პარიზში გაემგზავრა

05 ივნისი 2024, 15:02 403 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, მომავალ კვირას კი იტალიაში შეხვდება, - ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაიდენი და  ზელენსკი უკრაინაში არსებულ მდგომარეობასა და  მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. ზელენსკი ბაიდნს იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებშიც შეხვდება“, - აღნიშნა სალივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ეწვევიან. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში მიიღებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში