საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს - შემოსავლების სამსახური

06 ივნისი 2024, 14:21 331 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეული რეჟიმით აგრძელებს მუშაობას.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში