ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს

07 ივნისი 2024, 11:42 388 ნახვა

სარაევოში მიმდინარე ვეტერანთა შორის კონტინენტის პირველობის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა, საერთო ჯამში, რვა მედალი მოიპოვეს. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

ჩემპიონი მძიმეწონოსანი ალექსი დავითაშვილი გახდა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ელგუჯა გვასალიამ, ვაჟა მუმლაძემ და შალვა ბექაურმა. ბადრი ბედიანაშვილი, გოგიტა მენთეშაშვილი, ვანო გიგილაშვილი და გიორგი შინჯიკაშვილი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე შედგა ქართული ფინალი. მძიმე წონაში ალექსი დავითაშვილმა შალვა ბექაური დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში