ახალი ტურისტული ლოკაცია ქედაში

07 ივნისი 2024, 11:46 2347 ნახვა

ახალი ტურისტული ლოკაცია ქედაში. სტუმრებს დანდალოში არსებული ჩანჩქერის ნახვა 400  მეტრიანი საცალფეხო ბილიკის გავლით შეუძლიათ, ადგილზე მისულებს კი ველური ბუნება და 40 მეტრიანი ჩანჩქერი დახვდებათ. 

იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ  ჩანჩქერის შესახებ მხოლოდ ადგილობრივებმა იცოდნენ და ტურისტულ რუკაზე დატანილი არ იყო. 

აჭარის  ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში განმარტავენ რომ ზაფხულის სეზონისთვის სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის განვითრებისათვის აჭარაში 25-მდე საფეხმავლო მარშუტი გაიხსნა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში