ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება

07 ივნისი 2024, 14:41 428 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა, - ინფორმაციას როიტერსი „რესპუბლიკელ“ ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სენატის უმცირესობის ლიდერის მიჩ მაკკონელის განცხადებით, ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ში ვიზიტის დროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში