საერთაშორისო სემინარი და ტურნირი კრავ მაგაში

07 ივნისი 2024, 19:45 677 ნახვა

ხელვაჩაურის სპორტსკოლაში დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდება კარატესა და კრავ მაგაში საერთაშორისო სემინარი, რომელსაც კრავმაგას მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი გაბი მიხაელი ხელმძღვანელობს. სემინარი ორ ნაწილად, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ტარდება და მასში 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ორდღიანი სემინარის შემდეგ, კვირას, აჭარის ღია პირველობა გაიმართება კარატეში, რომელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება.შეგახსენებთ, რომ კრავ მაგა საბრძოლო ხელოვნების სახეობაა, რომლითაც ისრაელის თავდაცვის ძალები სარგებლობენ და მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში