ზარალის   დათვლა  დღეს   დასრულდა

30 მარტი 2017, 00:00 3154 ნახვა

ოძელაშვილის 11-ში 5 სართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულთა ოჯახების კომპენსაციის საკითხი მერიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მომდევნო კვირას გადაწყდება. როგორც უწყებაში ამბობენ, ოჯახების შესწავლა დღეს დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ზარალის ოდენობა. მათივე მონაცემებით დაზარალებულთა რაოდენობამ 36-ს მიაღწია. შეგახსენებთ, 3 დღის წინ ოძელაშვილის 11-ში ხანძარი დაახლოებით 6-ის ნახევარზე სახურავს გაუჩნდა. მოსახლეობა ცეცხლთან ერთად წყლის ჭავლმაც დააზარალა. 

ამავე კატეგორიაში