გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

08 ივნისი 2024, 14:23 342 ნახვა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ, გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

სტეფან დუჟარიკის თქმით, ამის მიზეზი, სამხედროების მიერ, ბავშვების მიმართ ჩადენილი დარღვევებია. სიაში ჩაამატეს „ჰამასი“ და პალესტინის ისლამური ჯიჰადიც.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა გაერო-ში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი. მან გაერო-ს ეს ქმედება ისრაელის მიმართ სიძულვილით შეაფასა. ერდანის თქმით, ისრაელს ყველაზე მორალური არმია ჰყავს მსოფლიოში, გაერო-ს ეს ქმედება კი, სტიმულს აძლევს ტერორიზმს.

ერდანის სიტყვებზე, დუჟარიკმა განცხადა, რომ ისრაელის წარმომადგენლის ქმედება გამაოგნებელი და მიუღებელია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში