ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მისცა

08 ივნისი 2024, 17:45 317 ნახვა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მისცა.

რობერტა მეცოლამ საკუთარი არჩევანი მალტაში გააკეთა.

„მოვალეობა შესრულებულია. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ჩემი ხმა დავაფიქსირე. გამოიყენე შენი ხმა, თორემ, სხვა გადაწყვეტს შენს მაგივრად”, – წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.

მალტაში დღეს საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 22:00 საათამდე გაგრძელდება.

მალტა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყანაა, თუმცა, მაღალი საარჩევნო აქტივობით გამოირჩევა. 2019 წელს ამომრჩევლის აქტივობა 73%-ი იყო, მას, მხოლოდ, ბელგია და ლუქსემბურგი უსწრებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა.

ახალი მოწვევის ევროპარლამენტში მალტას ექვსი წარმომადგენელი ეყოლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში