რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მკვლელობის მცდელობა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას უკავშირდება

08 ივნისი 2024, 20:33 424 ნახვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მკვლელობის მცდელობა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას უკავშირდება.

როგორც ფიცომ აღნიშნა, მასზე თავდასხმის შემდეგ არავინ ამხილა ოპოზიციის მზარდი აგრესიულობა, მათ შორის, არც მედიამ და არც არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მისივე განცხადებით, ეს არც ბრიუსელს და ნატო-ს გაუკეთებიათ.

მისივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ მასზე თავდასხმა იგეგმებოდა და ამის შესახებ, თავადაც აცნობა ევროკავშირსა და ნატო-ს.

ფიცოს განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობა ომის დაწყების შემდეგ დაეძაბა.

„ურთიერთობა ჩემს წარმომადგენლებსა და პარტნიორებს შორის ევროკავშირიდან და ნატო-დან დაიძაბა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც ჩვენ უარი განვაცხადეთ უკრაინისთვის რაიმე სამხედრო დახმარების მიწოდებაზე სახელმწიფო მარაგებიდან“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, ყველას, ვისაც ომთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს, რუსი აგენტის იარლიყს აკრავენ.

„ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტი უნდა გაგრძელდეს რუსეთის დასასუსტებლად, ხოლო ნებისმიერი, ვინც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას რუსეთის აგენტის იარლიყს აკრავენ და საერთაშორისო პოლიტიკიდან რიყავენ. ევროკავშირში განსხვავებული აზრის უფლება აღარ არსებობს“, – განაცხადა ფიცომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში