ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, აშშ-ში აქცია გაიმართა

09 ივნისი 2024, 10:41 377 ნახვა

„შეაჩერე გენოციდი“, „შეაჩერე სამხედრო დახმარება ისრაელისთვის“ - ამ მოწოდებებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, აშშ-ში აქცია გაიმართა.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენისგან, რომ იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტაზე და არ დაუჭიროს მხარი ისრაელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში