ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გაიმართა

09 ივნისი 2024, 14:47 423 ნახვა

ქართული ფესტივალი ლევილის ისტორიულ მამულში კვლავ მრავალფეროვანი ღონისძიებებით გრძელდება.  ლევილის ისტორიული მამული პირველი ორი საფესტივალო კვირის შემდეგ ღონისძიებების სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა. 

ქართული ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები 24 მაისიდან 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, იმართება. მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

შეგახსენებთ, ფესტივალი, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება, ლევილის მამულში მეორედ იმართება.

ქართულ ფესტივალში მონაწილეობენ კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და  შემოქმედებითი ჯგუფები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში