საქართველოს ნაკრები გერმანიაშია 

11 ივნისი 2024, 10:01 505 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშია. „ჯვაროსნებმა“ 9 ივნისს ევრო 2024-მდე ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრები დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხეს და გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ვილი სანიოლის გუნდი დასკვნით შეკრებას გამართავს.

დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს დელეგაციის წევრებს ევროპის ჩემპიონატის მასკოტის ფორმაში გამოწყობილი მოხალისეები დახვნენ.

ევრო 2024-ის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ფელბერტში, „ემეს არენას“ საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებენ, სადაც 12 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე ღია ვარჯიში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს,  პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში