თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში დამარცხდა

12 ივნისი 2024, 11:43 309 ნახვა

ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში „ოლიმპია მილანოსთან“ მესამე მატჩი გამართა და 78:81 დამარცხდა, რითაც „მილანო“ სერიაში 2:1 დაწინაურდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 4 მოხსნა და 1 პასი იყო. ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა „ოლიმპია მილანოს“ დარბაზში, 13 ივნისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში