საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში პირველი ვარჯიში გამართა

12 ივნისი 2024, 11:44 434 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშია, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს და ქალაქ ფელბერტში მდებარე „ჯვაროსნების“ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საწვრთნელ პროცესში ის 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს.

სხვა მოთამაშეები კი აღდგენითი ვარჯიშით იყვნენ დაკავებულნი. დღეს ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე, თბილისის დროით კი 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს ფელბერტის IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. გერმანიაში ვარჯიშზე დასასწრებად გულშემატკივართა რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყო და რამდენიმე საათში ყველა ადგილი შეივსო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში