უნგრეთი არ დაბლოკავს ნატოს უკრაინის სამხედრო დახმარებას 

12 ივნისი 2024, 14:20 363 ნახვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა არ დაბლოკოს უკრაინისთვის ალიანსის სამხედრო დახმარება, მაგრამ ის თავად არ მიიღებს ამაში მონაწილეობას.

სტოლტენბერგი ბუდაპეშტში ნატოს სამიტის წინ ჩავიდა, სადაც განიხილება ბლოკის გადაწყვეტილება, უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გენერალური მდივნის თქმით, ორბანთან შეხვედრისას ის შეთანხმდა მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც ნატო არ გამოიყენებდა უნგრეთის რესურსებს უკრაინის დასახმარებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში