იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის საპრეზინდეტო კანდიდატი? - გამოხმაურებები

12 ივნისი 2024, 14:24 428 ნახვა

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ პრეზინდენტობის კანდიდატი? - ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილი მიესალმება. 

მიხეილ დაუშვილის თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართულ ქარტიაში" აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს. თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია რა ფორმით იქნებიან პარტიები არჩევნებზე წარდგენილი.

მმართველ გუნდში კი კვლავ ამბობენ, რომ სალომე ზურაბისვილი ოპოზიციის ნარატივს ატარებს და ნაციონალურ მოძრაობას უდგას სათავეში. 

ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდა. პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან გააჟღერა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლოა არჩევნებზე კანდიდატიც იყოს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში