აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ნინო ნიჟარაძეს მოუსმენენ

13 ივნისი 2024, 10:14 310 ნახვა

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე ნინო ნიჟარაძე წარსდგება. რომელიც სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. შემდეგ კი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

ამით უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე მინისტრების ანგარიშის მოსმენა დასრულდება, ხვალ კი პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრებს ანგარიშს აჭარის მთვარობის თავმჯდომარე ჩააბარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში