სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვა-გასაღების ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო

13 ივნისი 2024, 10:21 365 ნახვა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნეს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს.

რომელსაც ასაღებდა ბათუმში, ქობულეთში,  ქუთაისსა და ზესტაფონში. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში