დაახლოებით 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერა - გიორგი ამილახვარი

13 ივნისი 2024, 15:13 462 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად, იღებენ 300-ლარიან სტიპენდიას.

„აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება – ჯამში 30 მილიონ ლარამდე ჩამოეწერათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში