ევროპის რეგიონთა ასამბლეა და შავი ზღვის მე-8 სამიტი ბათუმში

13 ივნისი 2024, 19:51 469 ნახვა

 ბათუმი ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) „გენერალურ ასამბლეას და შავი ზღვის მე-8 სამიტს“ მასპინძლობს.  ღონისძიების  ოფიციალური ნაწილი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა. მან სიტყვით მიმართა დელეგატებს. ღონისძიებას, ორგანიზაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, წევრი ქვეყნების რეგიონებიდან ხელმძღვანელები და  საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებიან. 

 „შავი ზღვის მე-8 სამიტი 2024“   მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებს. საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - ევროკავშირის გაფართოვება და შავი ზღვის რეგიონი, როგორც სასიცოცხლო რგოლი კეთილდღეობისთვის;  ინოვაციები და სტარტაპები; ევროკავშირთან თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში