„ბათუმი აილენდის“ მშენებლობა

13 ივნისი 2024, 17:57 536 ნახვა

ბათუმში საინვესტიციო პროექტი ,,ბათუმი აილენდის” მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის ინფორმაციით ხელოვნური კუნძულის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

 ამ ეტაპზე ჩატარებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევა, რომ  შესყიდულია შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და მიმდინარეობს ხელოვნური მიწის ნაკვეთის მოწყობა. კომპანიამ დაასრულა ორი ნახევარკუნძულის და კუნძულის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან საერთაშორისო საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში