გერმანიაში დღეს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება

14 ივნისი 2024, 10:23 655 ნახვა

დღეს ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატი იწყება. ევრო 2024-ის გახსნის მატჩი მიუნხენის არენაზე გაიმართება, სადაც ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს.

შეხვედრის მთავარი არბირტი ფრანგი კლემენტ ტურპინი იქნება.

ევრო 2024-ის გახსნის ცერემონია თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩი კი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში