გარევაჭრობა-მოუგვარებელი პრობლემა

30 მარტი 2017, 00:00 3989 ნახვა

 გარევაჭრობა – საკითხი, რომელსაც ბათუმის მერია, თითქოს აგვარებს და თან ვერ აგვარებს – წლებია გვესმის, რომ გარემოვაჭრეებს მუნიციპალიტეტი ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლას სთავაზობს, რაზეც ისინი არ თანხმდებიან, ზედამხედველობის სამსახური კი გაფრთხელება-დაჯარიმებით შემოიფარგლება. პრობლემა პრობლემად რჩება. მაგალითად წერეთლის ქუჩაზე სურსათი ისეთ პირობებში იყიდება, რამაც შესაძლოა საფრთხე მომხმარებლის ჯანმრთელობას შეუქმნას. მსგავსი გაფრთხილება გასულ კვირას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში