ტოკიო საქართველოს დღეებს მასპინძლობს

15 ივნისი 2024, 11:50 294 ნახვა

ტოკიო საქართველოს დღეებს მასპინძლობს. იო-იოგის პარკში ორი დღის განმავლობაში ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას.

გაიმართება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული და ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ იაპონიაში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

ამასთან, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიღება, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, უცხოელი დიპლომატები და საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში