საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

15 ივნისი 2024, 11:53 375 ნახვა

ხულოში  ბაბანურის წყლის სათავე ნაგებობასთან მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარი და აშენდება ხელოვნური და დამცავი ნაგებობები, მათ შორის 2 ახალი ხიდი.

ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისი-კოკოტაური-ძანაძეების მიმართულებით დასკვნით ეტაპზეა  თანამედროვე სტანდარტების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში