16-18 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა - გარემოს ეროვნული სააგენტო

15 ივნისი 2024, 12:40 1709 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში