საქართველოს დღეები ტოკიოში

16 ივნისი 2024, 12:12 376 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში „საქართველოს დღეები იაპონიაში“ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიების პირველ დღეს იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების - „იაპონელებისა“ და „საფირონების“, ასევე, ფოლკლორულ ანსამბლ „ამფორას“ კონცერტები გაიმართა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში.

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი.

ღონისძიებას ესწრება იაპონიაშია ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც, რომელიც იაპონელ საზოგადოებას ქართულ ღვინოს აცნობს.

იგი კარიერის დასრულების შემდეგ  იაპონიაში სწორედ ქართული ღვინის კულტურისა და სხვა ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევა. გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში