იემენელი ხუსიტები წითელ და არაბეთის ზღვებში თავს დაესხნენ 3 გემს 

17 ივნისი 2024, 08:33 324 ნახვა

იემენელი ჰუსიტები  წითელ ზღვასა და არაბეთის ზღვაში თავს დაესხნენ ორ სამოქალაქო გემს და ამერიკულ საბრძოლო გემს- განაცხადა ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა.  უცნობია, მოხვდა თუ არა სამიზნეებს გასროლილი რაკეტები. 

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების სამსახურმა განაცხადა, რომ გემმა იემენის ალ მუხას სამხრეთით  ორი აფეთქების შესახებ აცნობა თუმცა  გემი და მისი ეკიპაჟი უსაფრთხოდაა და აგრძელებს მოგზაურობას.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა  ჰუსიტებმა, რომლებიც აკონტროლებენ იემენის დედაქალაქს, ნოემბრის შემდეგ პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად წითელი ზღვის რეგიონში საერთაშორისო გემებზე ათობით თავდასხმა განახორციელეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში