ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარე წელს 42 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 25 სუბიექტი დაჯარიმდა - მუნიციპალური ინსპექცია

19 ივნისი 2024, 12:36 441 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ახორციელებს. ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარე წელს 42 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 25 სუბიექტი დაჯარიმდა. ინფორმაციას მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

"აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის ოდენობა გასული წლის ბოლოს გაიზარდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ფიზიკური პირი 150, იურიდიული კი 1500 ლარით დაჯარიმდება.

განმეორების შემთხვევაში 500 / 5000 ლარის ოდენობით; იმავე ქმედების მესამე და ყველა მომდევნო დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური 1000 ლარით, ხოლო იურიდიული 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

598 85 15 20 - ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე. აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე"- აცხადებენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში