ქართული დელეგაცია შანხაის კინოფესტივალზე

19 ივნისი 2024, 14:47 448 ნახვა

შანხაიში 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება, რომელშიც საქართველოდან დელეგაციის წევრები მონაწილეობენ.  გაიმართა კინობაზრობა, სადაც ეროვნული კინოცენტრი პირველად წარდგა საქართველოს სტენდით.

კულტურის სამინისტროს ინფრომაციით, ქართული კინოს პოპულარიზაციისთვის საქართველოს დელეგაციის წევრი რეჟისორები და პროდიუსერები მონაწილეობენ არაერთ შეხვედრაში, ეცნობიან სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს და მართავენ მოლაპარაკებებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქართული კინოწარმოების განვითარებისთვის.

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე წელს 64 ქვეყნის კინოასოციაცია და კომპანიაა წარმოდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში